ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი თანამშრომელი

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჭიათურის მაღაროში ისევ მსხვერპლია.

ტრაგიკული შემთხვევა ამჯერად სოფელ დარკვეთში მოხდა. გარდაცვლილია 29 წლის მამაკაცი. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ადგილზე მანგანუმის ჩატვირთვის პროცესი უნდა დაწყებულიყო. შიდა მოკვლევის და გამოძიების დასრულებამდე კომპანია ტრაგედიის ადგილზე რაიმე ტექნიკურ გადაცდომას ან მიწის ჩამოშლას გამორიცხავს. სხვა ვერსია აქვთ მაღაროელებს, რომლებიც მძიმე სამუშაო პირობებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ.

ბოლოს დარკვეთის მაღარო ორი თვის წინ შემოწმდა, რა დროსაც შრომის ინსპექტორებმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ვერ გამოავლინეს. არ არის გამორიცხული, რომ ტრაგიკული ფაქტის ადგილზე მანგანუმის მოპოვება შეწყდეს.