შემთხვევა ჭიათურის მაღაროში

რა გახდა ჭიათურაში მაღაროელის დაღუპვის მიზეზი, – შრომის ინსპექციამ დარკვეთის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ადგილზე დასაქმებულები ფიქრობენ, რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი არა თავად დაღუპულის შეცდომა, არამედ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. მომხდარზე შიდა მოკვლევა დაიწყო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“.

დაღუპული მაღაროელი 29 წლის იყო. მას 9 თვის ჩვილი და ორსული ცოლი დარჩა.

ირმა ჭოლაძე მუშაბს ჭიათურაში.