ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. ინფორმაციას 32 წლის მაღაროელის დაშავებასთან დაკავშირებით ადასტურებს „ჯორჯიან მანგანეზი“.
ოფიციალური ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემთხვევა გუშინ მოხდა.