უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია ერთი მუშა, რომელიც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

თემის დეტალები „მოამბეში“.