1-ელ სექტემბერს, რუსთავი მსოფლიო დონის შოუს უმასპინძლებს. ელექტრონული მუსიკის ცნობილი ჯგუფი – Chemical brothers საქართველოში ჩამოდის. კონცერტი სპეც-ეფექტებით და ლაზერ-შოუთი რუსთავის მოტოპარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
შოუს მოსაწყობად საჭირო სპეციალური აპარატურისა და სცენის მონტაჟი დაწყებულია. მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და პოპულარული ჯგუფი, 30-წლიანი ისტორიით, ქართველ მსმენელს გასხვავებულ შოუს უმზადებს.