მშრალი ხიდის მიმდებარედ, კაფე-ბარ „არტ კაფეში“ ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით „ჩემები“ გაიმართა. ექსპოზიციაზე კარანტინის პერიოდში შექმნილი ტილოები გამოიფინა.
ღონისძიების ორგანიზატორი ამბობს, რომ ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა, სადაც ჯგუფის წევრები კარანტინის დროს თავიანთი ნამუშევრების ფოტოებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
გამოფენა ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოეწყო.