ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნების პირველადი შედეგი დღეს საღამოს გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 62%-იანი აქტივობაა მოსალოდნელი. პირველ ტურში, სადაც 9 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, 61%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ჩეხეთის მოსახლეობას ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ესენი არიან მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის დირექტორი ირჟი დრაგოში. ეს უკანასკნელი ევროკავშირის მხარდამჭერი პოლიტიკოსია, პრეზიდენტი ზემანი კი ევროსკეპტიციზმითა და ანტიმიგრაციული იდეოლოგიით გამოირჩევა.

ზემანმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 38%-ზე მეტი მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ დრაგოშმა თითქმის 27%.