ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი საავადმყოფოდან გამოწერეს და მან ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ზემანმა შაბათს დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი და საკუთარ რეზიდენციაში გადავიდა. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პეტრ ფიალას ჩეხეთის მთავრობის მეთაურად დანიშვნის ცერემონიალი ცოტა ხნის წინ გაიმართა, თანაც უჩვეულო ფორმით. მიზეზი ის იყო, რომ ჩეხეთის პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი, რის გამოც, ინაუგურაციის დროს ჩეხეთის პრეზიდენტი მინის ყუთში იმყოფებოდა, რომ ვირუსი არ გაევრცელებინა. ზემანი 11 ნოემბერს დათანხმდა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომას. ბაბიშის პარტიამ ოქტომბერში გამართულ არჩევნებში მარცხი განიცადა. თუმცა, მას შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. კორონავირუსის დადასტურებამდე, მილოშ ზემანმა სამ კვირაზე მეტი გაატარა საავადმყოფოში ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო.