ანტისამთავრობო დემონსტრაციები ჩეხეთში

პრაღა მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა. ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციაა.

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები თაღლითობაში ბრალდებული პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

მთავრობის მეთაურს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ორი მილიონი ევროს პირადი ინტერესებისთვის დახარჯვას ედავებიან, რაც სათავეს 2007 წლიდან იღებს.

ანდრეი ბაბიში ყველა ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.