ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების – წყლის, წყალარინების ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის განახლება იწყება.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ მოინახულა.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარი დაიხარჯება.