ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო.

ვარაზისხევიდან ე.წ. პიქსელის შენობამდე, გამზირი უკვე სრულად გადაიკეტა. ამოქმედდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები. გზაჯვარედინებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

რეაბილიტაციის პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაახლოებით, ექვს თვეში უნდა დასრულდეს.