სამშვიდობო ზავი მხოლოდ ფურცელზე დარჩა. ვერ შედგა ისტორიული შეთანხმება, რომელიც ავღანეთში 18- წლიან ომს დაასრულებდა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, თალიბებთან დიალოგი ამ ეტაპზე უშედეგო იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა არ უარყო, რომ თალიბანის ლიდერებთან საიდუმლო შეხვედრა აშშ-ში იყო დაგეგმილი, რომელიც თავადვე ჩაშალა.
თეთრი სახლის ლიდერის საპასუხოდ თალიბები იმუქრებიან და ამბობენ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმები გახშირდება.
ქაბულის ტერაქტი თუ გუნდში უთანხმოება: ლევან ახალაია გვეტყვის, რატომ ვერ მოხერხდა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერა და რატომ გაუქმდა თალიბებთან დაგეგმილი შეხვედრა.