რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის დროს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ექვემდებარება თუ არა ავარიული შენობა გამაგრებას. შესაბამის დასკვნამდე კორპუსში მცხოვრები ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს. რაც შეეხება იმ სამ ოჯახს, რომელიც ჩამონგრეულ ფლიგელში ცხოვრობდა, მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხს დღეს შექმნილი სპეციალური ჯგუფი გადაწყვეტს. კორპუსში, რომლის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა, საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ რეგულაციები მკაცრდება. ძველ რუსთავში მდებარე კორპუსებში მიშენებებთან დაკავშირებული განაცხადები დღეიდან აღარ განიხილება.