გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმი შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფორუმზე შედგა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ამავე ფესტივალზე მთავარი პრიზი ასევე ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ მიიღო.
„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ საქართველოს და შვედეთის ერთობლივი ნამუშევარია. ამ ნამუშევართან ერთად შანხაიში გამართული დახურული ჩვენების დროს კინომოყვარულებმა დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი – „შინდისი“ იხილეს.