დიტო ცინცაძის ახალი ფილმი

როგორ გრძელდება ცხოვრება საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ და როგორია ქართული საზოგადოების  რეაქცია იმ ქალების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს – დიტო ცინცაძე ახალ ფილმს, სავარაუდო სახელწოდებით „43“ სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული ქალების პრობლემებზე იღებს. ფილმზე ერთდროულად ქართველი და რუსი კინემატოგრაფისტები მუშაობენ,  2017 წელს „43“  კინოს მხარდაჭერის ევროპულმა ფონდმა „ევრიმაჟმა“ სხვა ორ ქართულ კოპროდუქციასთან ერთად გამოარჩია და 120 000 ევროთი დააფინანსა.

როგორ აისახება კრიმინალური წარსულის მქონე ქალების პრობლემები მსოფლიო კინემატოგრაფში და როგორია ქართულ რეალობაში აღქმული იგივე თემატიკა – გვანცა გიორგაძე გიამბობთ.