ჩაის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. თუმცა კოვიდ-19-მა, ამ პროცესზეც მოახდინა გავლენა. ადგილობრივებს პლანტაციებში დისტანციის დაცვა უწევთ. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, გურიის რამდენიმე საწარმო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. არ შეჩერებულა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაც. მეწარმეები წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ, რისთვისაც ხელისუფლების მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებში აპირებენ ჩართვას.