გურიაში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო.
მეჩაიეები დილიდან აქტიურად მუშაობენ და პლანტაციაში უმაღლესი ხარისხის ქართულ ჩაის კრეფენ. სამრეწველო დანიშნულებასთან ერთად გურიაში ჩაის პლანტაციები ნელ-ნელა ტურისტებისთვის მიზიდულობის ობიექტიც გახდა. ადგილობრივები ხელისუფლებას მხარდაჭერას სთხოვენ, რომ დაძლიონ არსებული გამოწვევები და გურული ჩაი უფრო მეტად პოპულარული გახადონ.
ნახეთ თეა აბსარიძის და გოგა გახარიას რეპორტაჟი.