დღე, როდესაც მოქალაქეები მნიშვნელოვანი მიზნისთვის ერთიანდებიან. საქართველო სისხლის დონორის საერთაშორისო დღეს წელსაც შეუერთდა.
კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე მკვეთრად გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სისხლის გადასხმა სჭირდებათ. უსაფრთხო სისხლის შემცირებული მარაგების შესავსებად კი მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას და აქტიურობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გამოკვეთილია დადებითი ტენდენცია – სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე უანგარო დონორთა რაოდენობა მატულობს.