ცესკო-ს პირველადი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამ დროის მონაცემებით დათვლილია 3683 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99,7 %-ია. ცესკოს ინფორმაციით, ხმების 59, 54 % სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 40, 46% აქვს.
საბოლოო შედეგები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონმდებლობის თანახმად, არა უგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.