ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცესკო-ს პირველადი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.  ამ დროის მონაცემებით დათვლილია 3683 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99,7 %-ია. ცესკოს ინფორმაციით, ხმების 59, 54 % სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს,  გრიგოლ ვაშაძეს 40, 46% აქვს.

საბოლოო შედეგები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონმდებლობის თანახმად, არა უგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.