ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას – ცესკო-ს სხდომის მოწვევისა და არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შესახებ,საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხობს. ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტებით, სხდომის მოწვევა კანონით რეგულირდება და ცესკო ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგით. დღესვე განხილვის საგანი იყო – ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, ბიულეტენის ქაღალდის სისქესა და მარკერის ხარისხთან დაკავშირებით ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს. მათი განცხადებით, ისინი მსგავს საკითხებში ჩართულები არ ყოფილან, ცესკო-ში კი განმარტავენ, რომ ყველა დოკუმენტი საჯაროდ, ცესკო-ს სხდომაზე იყო განხილული, შესაბამისად, ოპოზიცია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე