ცესკო-ს კანდიდატების კენჭისყრა

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ხელმეორედ რიგგარეშე სხდომაზე ხვალ უყრიან კენჭს. ხუთი წლის ვადით დასამტკიცებლად საჭირო 100 ხმა, პირველ ჯერზე, მათ ვერ მოაგროვეს. ამჯერად კი კანდიდატების ასარჩევად 90 დეპუტატის თანხმობაც საკმარისია.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტს უფლება აქვს, აპლიკანტებს კენჭი ოთხჯერ უყაროს. კიდევ ერთი ჩავარდნის შემთხვევაში, არჩევა უკვე სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით. შემდეგ კი შერჩევის პროცესი თავიდან დაიწყება.