გასაუბრება ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე – მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელიც ერთდროულად ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატიცაა, კომიტეტზე სიტყვის გამოსვლის შესაძლებლობით ისარგებლა. მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და ცესკო-ს გამჭვირვალობაზე. დღესვე იურიდიულ კომიტეტზე მოუსმინეს ცესკო-ს წევრობის კანდიდატებსაც.