საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამისათვის მოქალაქეებმა რეგისტრაცია სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. საარჩევნო ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ ამით საკითხის გარშემო ყველა სპეკულაციას წერტილი დაესმება.
თამარ წიკლაური დაესწრო ცესკო-ს თავმჯდომარის ბრიფინგს და თემაზე უფრო ვრცლად ისაუბრებს.