ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, სოციალური პლატფორმების ცენზურა და მათზე განხორციელებული ზეწოლა მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა კომპანია „მეტას“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის მიერ მათთვის გაგზავნილი საპასუხო წერილის შინაარსი გამოაქვეყნა და ცუკერბერგის მხრიდან ზეწოლაზე ღიად საუბარი სიტყვის თავისუფლების მთავარ მონაპოვრად შეაფასა. ამავე წერილში ცუკერბერგი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატის მხარდასაჭერად 400 მილიონი დოლარი გაიღო, ამჯერად ის პოლიტიკურად ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს იმ დროს, როდესაც კიდევ ერთმა ტექნოლოგიურმა მაგნატმა, ილონ მასკმა მიმდინარე არჩევნებში მხარდაჭერა „რესპუბლიკელების“ კანდიდატ დონალდ ტრამპს ღიად გამოუცხადა.