ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი

საარჩევნო დავების მიმდინარეობას აფასებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განცხადებას სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს. მანვე აღნიშნა, რომ ცესკო-მ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით არჩევნების მეორე დღესვე მიმართა და იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კანონმდებლობა დარღვეულია, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს.