თბილისის მერიასთან ცენტრ-პოინტის საქმიანობის შედეგად დაზარალებულების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს დედაქალაქის მერთან შეხვედრა სურდათ. დაზარალებულები დედაქალაქის მთავრობისგან და კახა კალაძისგან მათი პრობლემების მოგვარებას და ბინების აშენებას მოითხოვენ.
აქციის რამდენიმე მონაწილეს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. თავის მხრივ, როგორც შეხვედრის შემდეგ დაზარალებულებმა განაცხადეს, ვიცე-მერისგან კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ, თუმცა, მათი თქმით, მერია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მათი პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.