„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა აქცია გამართეს

15:29, 12.03.2018

თბილისის მერიასთან ცენტრ-პოინტის საქმიანობის შედეგად დაზარალებულების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს დედაქალაქის მერთან შეხვედრა სურდათ. დაზარალებულები დედაქალაქის მთავრობისგან და კახა კალაძისგან მათი პრობლემების მოგვარებას და ბინების აშენებას მოითხოვენ.

აქციის რამდენიმე მონაწილეს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. თავის მხრივ, როგორც შეხვედრის შემდეგ დაზარალებულებმა განაცხადეს, ვიცე-მერისგან კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ, თუმცა, მათი თქმით, მერია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მათი პრობლემების მოსაგვარებლად  ყველაფერს გააკეთებს.

 

მსგავსი