ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში სუდანში

სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ სულ მცირე, 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დღეიდან შევიდა ძალაში. შტატები მოუწოდებს სუდანის არმიას და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“, დაუყოვნებლივ და სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სუდანში არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის სამხედრო დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს სულ მცირე 427 ადამიანი ემსხვერპლა.