ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა, რასაც ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ და რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. აღდგომის ტაძარში ამ დღეს ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იკრიბებიან.

იერუსალიმში დიდი შაბათი განსაკუთრებით ემოციურია და ამ ემოციებს ჩვენი კოლეგები გაგვიზიარებენ, ქრისტეს აღდგომის ტაძარში იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი – თეო ხუბულავა და ვახო ლეკიაშვილი იერუსალიმიდან.