ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

გასული წლების მსგავსად, მაცხოვრის საფლავი წელსაც ღამით დაილუქა. სასწაულის მოლოდინი კი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ტაძარში არაბი მართლმადიდებლები ხმაურით გამოჩნდნენ. მალევე სამხრეთ კარიბჭესთან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი გამოჩნდა, რომელსაც სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები მიჰყვებოდნენ. შესრულდა ლიტანიობა, რის შემდეგაც კუვუკლიასთან პატრიარქი წელსაც ზარების რეკვითა და გალობით მიაცილეს. მხოლოდ კვართით შემოსილი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე შესვლამდე საგანგებოდ შეამოწმეს. ღვთაებრივი ცეცხლი აღდგომის ტაძრიდან პირველად ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში მიაქვთ.