ცდილობს თუ არა ორი ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, რაზე მიუთითებს ფინალურ ეტაპზე გასული პროცესის ბოიკოტი და როგორია ქართული საზოგადოებისა და დასავლეთის მოლოდინი
საპარლამენტო განხილვის ფინალურ ეტაპზე გასული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პოლიტიკურ უთანხმოებას კიდევ უფრო ამწვავებს.
ვის სურს ახალი საარჩევნო სისტემის ჩაგდება – სწორედ ეს კითხვა ხდება პოლიტიკოსების დღის წესრიგის მთავარი თემა აკაკი ბობოხიძის განცხადების შემდეგ, რის გამოც მმართველი გუნდი ოპონენტებისგან განმარტებებს ითხოვს.
გიორგი რურუა, რომლის პატიმრობა ორი ოპოზიციური ფრაქციის ბოიკოტის მიზეზად სახელდება, თანამოაზრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თუმცა ადრესატები პოზიციის გადახედვას მაინც არ აპირებენ.
იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენით დამტკიცებაში დარწმუნებულია, „ქართულ ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრების ფორმატში აღებულ ვალდებულებებს ახსენებს და პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებს.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ორი პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.