ცაიშის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

ამ დროისათვის სამივე უბანზე ერთი და იგივე შინაარსის საჩივრები დაიწერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოლქო კომისიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დისციპლინარულ დასჯას სთხოვს, რადგან მათ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

შუალედურ არჩევნებში კენჭს სამი პარტიის წარმომადგენელი იყრის – „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა და „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16, 7 % შეადგინა. ახალი მონაცემები მოგვიანებით, ხუთის ნახევრისთვის გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს გამოიყენებს.