ცაიში- ცაცხვის სამივე უბანზე, ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 16,74 პროცენტს შეადგენდა
ცაიში- ცაცხვის სამივე უბანზე, ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 16,74 პროცენტს შეადგენდა

ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ცაიში- ცაცხვის სამივე უბანზე, ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის 16.74 პროცენტს შეადგენს. ეს არის 472 ამომრჩეველი-, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ცესკო- ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამი საჩივარი დაიწერა.

სამივე საჩივარი დაწერილია საია- ს მიერ და ერთ კონკრეტულ ფაქტს ეხება. სამივე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა პარტია ” ნაციონალური მოძრაობიდან” უარი განაცხადეს ფუნქციების გადანაწილების პროცესში მონაწილეობაზე. აღნიშნულ საკითხზე, საოლქო საარჩევნო კომისია კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, არჩევნები სამივე უბანზე მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიების დახმარება და დამატებითი ინსტრუქტაჟი გახდა საჭირო. თუმცა თითოეულ მოქალაქეს მიეცა საშუალება დაუბრკოლებლად გამოხატოს საკუთარი ნება,