ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა.