C ჰეპატიტის სკრინინგის ახალი ცენტრები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ცე ჰეპატიტის სკრინინგის გავლისკენ მოუწოდებს.

ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, იუსტიციის სახლებში სპეციალური ცენტრები მოეწყო, სადაც ნებისმიერ ადამიანს დაავადების უფასო დიაგნოსტირება შეუძლია.

გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს კვლევითი მონაცემებია, რომელთა მიხედვით, საქართველოში მცხოვრებმა დაახლოებით 70 000-მა ადამიანმა დაავადების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის.

გამოწვევად რჩება ის 30 000 მოქალაქეც, რომლებიც ინფიცირებულები არიან, თუმცა მკურნალობის უფასო პროგრამაში ჩართვისგან თავს იკავებენ.