ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმეზე ძებნილი ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.

ოქრუაშვილი სასამართლოში აქტიურ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მოტივით არ გამოცხადდა. მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ პოზიციები დაცვის ქვეშ მყოფთან არ შეუთანხმებია.

დღევანდელ სხდომაზე ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა დაეკითხათ. მოსამართლემ დაცვის მხარე გააფრთხილა, რომ მიუხედავად ოქრუაშვილის დაუსწრებლობისა, შემდეგი სხდომა ჩატარდება და ია მეტრეველი 13 ოქტომბერს დაიკითხება.