ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, მოზარდი გარდაიცვალა

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ცხრა წლის ბავშვი დაიღუპა ვარკეთილში. ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა. მეზობლების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ბინაში ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული, რომელიც აკრძალულია. რაც შეეხება ოჯახის კიდევ 2 წევრს, ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მომხდარზე მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო.