ბუნებრივი აირის პრობლემა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში. ადგილობრივები გაზის ჩართვას ითხოვენ. მათი განცხადებით გაზმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირი მათ ამ დრომდე არ მიეწოდებათ. პროტესტის ნიშნად სოფლის მოსახლეობამ აქციაც გამართა. გაზმომარაგება კვარხეთის ერთადერთი პრობლემა არ არის.
რა პირობებში უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელში, – ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი გაგვაცნობენ.