საქართველოს პრემიერის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია სახის შესანარჩუნებლად ფაშისტურ ქმედებებს მიმართავს“. ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მხარდაჭერის შემდეგ, მათი ოჯახის წევრების მიმართ სიძულვილის კამპანია ხორციელდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს ფაშისტური ბულინგის არ ეშინიათ.