საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალში მონაწილეობს. საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდა. ქართულ პავილიონში გაჟღერდა ეროვნული მუსიკაც. ქართული მუსიკალური პროგრამა ანსამბლმა „ბათუმმა“, კვარტეტმა „ბათუმმა“ და ბენდმა „ოუშენ დრაივმა“ წარადგინეს. ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ვიზიტორი ესწრება.