რამდენიმე წუთში ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იწყება. სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა მის ამერიკელ კოლეგას. ლევან იზორია აცხადებს, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით სამაგალითო ქვეყანა არის არამარტო ნატო-ს პარტნიორებისთვის, არამედ ორგანიზაციის წევრებისთვის.