ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრებსა და გაკეთებულ განცხადებებს თბილისში ეხმაურებიან
ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრებსა და გაკეთებულ განცხადებებს თბილისში ეხმაურებიან. მმართველი გუნდი აღნიშნავს, რომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მოწოდებები მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველომ მიაღწია. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულება პრემიერ-მინისტრისგან დაპირებად არ უნდა დარჩეს.