რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი დაბალ ბიუჯეტიანი კომპანია შემოდის.
ბრიტანული „იზი ჯეტი“ თბილისი-ლონდონს, თბილისი-მილანსა და თბილისი-ჟენევას შორის ფრენებს გაზაფხულიდან დაიწყებს. დაგეგმილია კვირაში ორ-ორი რეისის შესრულება. კომპანია მგზავრებს ხელმისაწვდომ ფასებს ჰპირდება. ქართული მხარის მოლოდინია, რომ ახალი ავიარეისები ტურისტულ ნაკადებს და ქვეყნის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის. საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით 186 მგზავრზე გათვლილი 25 თვითმფრინავი იფრენს. 29 წლის წინ დაფუძნებული კომპანია ფრენებს 40-მდე ქვეყანაში ასრულებს.