ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

ქართულ ღვინოს და ღვინის დამზადების უძველეს ტექნოლოგიებს ამჯერად ბრიტანელები გაეცნენ. გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთია იმ საექსპორტო ბაზრებს შორის, სადაც ქართული პროდუქციისადმი ინტერესი და მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. დელეგაციამ თბილისსა და კახეთში სხვადასხვა სახეობის ღვინო დააგემოვნა და წარმოების ტრადიციებზეც მიიღო ინფორმაცია. სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებულმა ვინომ მოახდინა.