ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მწვავდება.
ლონდონის მიერ მკაცრი ზომების მიღების შემდეგ, მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.
ბრიტანეთში ამბობენ, რომ ქიმიური აგენტის გამოყენება რუსეთის სახელმწიფოს ხელწერაა.
მოსკოვში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ბრიტანეთი ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურებს აამოქმედებდა.