საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. „ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილი უნდა იქნას. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.