ბრიტანელები დედოფალ ელისაბედ მეორეს ემშვიდობებიან - „მოამბის“ რეპორტაჟი ლონდონიდან“

8 სექტემბრის შემდეგ ლონდონის ქუჩები ხალხითაა სავსე. დედოფალთან გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები მის მიერ განვლილ გზას იხსენებენ და ელისაბედ მეორის გარდაცვალებით ეპოქას დასრულებულად აცხადებენ.

ხალხმა ბუკინგების სასახლესთან შეკრება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დედოფლის ცხედარი შოტლანდიის საზაფხულო რეზიდენციაში იყო დასვენებული. მას შემდეგ სასახლესთან ადამიანების ნაკადი არ წყდებოდა. „ათწლეულების განმავლობაში ერის გამორჩეული ლიდერი და მონარქი, რომელსაც მოქალაქეებში განსაკუთრებული ავტორიტეტი და სიყვარული ჰქონდა, სიმტკიცის და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების მოდელი,“ – ასე ახასიათებენ ბრიტანელები მონარქს.

მარიკა ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან.