რუსეთი 36 ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მულტილატერალიზმის გაძლიერება სამართლიანი გლობალური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის – ამ დევიზით ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი ტარდება, რასაც საერთაშორისო იზოლაციის ფონზე მოსკოვისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 15 წლის წინ დაარსებული ასოციაციის წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვედრებს ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატებში მართავენ. ყაზანში იმყოფება ჩინეთის პრეზიდენტიც. რუსეთში ჩავიდა გაერო-ს გენერალური მდივანიც. მიღებულია ერთობლივი დეკლარაცია. ორგანიზაციის სამიტის დღის წესრიგშია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხი, უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის ომი და გლობალური პოლიტიკურ-საფინანსო სისტემების რეფორმის აუცილებლობა.