ბრიფინგი თბილისის საკრებულოში

საკრებულოს ოპოზიცია ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და ითხოვს როგორც ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დასჯას, ასევე გუშინ დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას დაუყონებლივ გათავისუფლებას.

საკრებულოს ოპოზიციამ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაგმო მომხდარი ინციდენტი და აღნიშნული ფაქტი კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს ოპოზიციურ დეპუტატებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ იყო.